workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონა” დემბელეს შესაძენად ყველაფერს გააკეთებს

“ბარსელონა” დემბელეს შესაძენად ყველაფერს გააკეთებს

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უსმან დემბელეს შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.

L’Equipe-ს ცნობით, კატალონიელთა ინტერესი ახალგაზრდა ტალანტის მიმართ არ გამქრალა. შეგახსენებთ, რომ რობერტ ფერნანდესის რადარზე ფრანგი ფეხბურთელი გასულ წელსაც მოხვდა, თუმცა საბოლოოდ იგი დორტმუნდის “ბორუსიას” შეუერთდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის აგენტი მუსა სისოკო ამ ყველაფერზე კომენტარს არ აკეთებს, თუ გაზეთს ვენდობით, “ბარსელონას” მცველმა სამუელ უმტიტიმ და ელჩმა ერიკ აბიდალმა თავიანთ უნიჭიერეს თანამემამულეზე ძალიან ბევრი ისაუბრეს.

“უსმანი ახლა დასასვენებლადაა და ყველა ინფორმაციაზე, რაც მის მომავალთან დაკავშირებით პრესაში გამოჩნდება, კომენტარს ვერ გავაკეთებ.” – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა, თუმცა თავის მხრივ არ უარყო რამდენიმე ევროპული გრანდის ინტერესი და დაამატა, რომ ეს ყველაფერი დემბელეს თამაშის მაღალ დონეზე მიანიშნებს.

20 წლის ტალანტმა “ბუნდესლიგის” გასულ სეზონში 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 10 გოლი და 21 ასისტია. ფეხბურთელს ნახევარდაცვასა და შეტევაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა თავად ცენტრსა და მარცხენა ფლანგს ამჯობინებს.

ჯერ-ჯერობით ტრანსფერის ღირებულება არ არის ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ თუ გარიგება შედგება, დემბელეს ღირებულება გაცილებით მეტი იქნება შარშანდელთან შედარებით – 15 მილიონი ევრო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward