დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდის, უსმან დემბელეს აგენტმა, მუსა სისოკომ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები მისი კლიენტის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ განახლდება.
“უსმანი შვებულებაში იმყოფება, სიტუაციას ერთად განვიხილავთ, როცა ის დაბრუნდება. არ მინდა დემბელეს მომავალზე საუბარი.
ვიცით, რომ ის დიდი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია, რაც უსმანის ასპარეზობის ფონზე ლოგიკურია.”-ციტირებს აგენტის სიტყვებს Get Football News France.
