ინფორმაცია, რომელიც აქამდე არაოფიციალურად იყო გავრცელებული, დღეს, ოფიციალურად დადასტურდა – “ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მზადებას 12 ივლისს დაიწყებს.
12 ივლისს, კლუბის საწვრთნელ ბაზას ის ფეხბურთელები დაუბრუნდებიან, რომლებსაც, ზაფხულში, თავიანთ ნაკრებებში არ უთამაშიათ. 2 დღის შემდეგ, “სიუტატ ესპორტივას” საწვრთნელ ბაზას ის მოთამაშეები შეუერთდებიან, რომლებმაც ივნისის სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს. მათ შორის იქნება ლეო მესიც.
პირველი რამდენიმე დღე სამედიცინო შემოწმებებსა და მსუბუქ ვარჯიშებს დაეთმობა, რასაც ორმაგი ვარჯიშები მოჰყვება.
ფეხბურთელები, რომლებიც კონფედერაციის თასსა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობენ (ტერ შტეგენი, გომეში, დენისი), გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან. სავარაუდოდ, ეს ამერიკული ტურნეს შემდეგ, ანუ 29 ივნისს მოხდება.
“ბარსელონა”, ამერიკაში, შეკრებიდან ერთ კვირაში, 19 ივლისს გაემგზავრება. ოკეანის გაღმა, კატალონიელები “იუვენტუსთან” (22 ივლისს), “მანჩესტერ იუნაიტედთან” (26 ივლისს) და მადრიდის “რეალთან” (29 ივლისს) ითამაშებენ. სამივე ეს შეხვედა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გაიმართება, რომელიც ამხანაგური ტურნირია.
შემდეგ იქნება “შაპეკოენსესთან” გამპერის თასის თამაში, რომლის თარიღიც, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა. ამას 12 და 16 აგვისტოს, ესპანეთის სუპერ თასზე, “რეალთან” 2 დაპირისპრიება მოჰყება.
იუვეს უნდა მოვუგოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს
ბელერინი წამოვა და ვერატი არამგონია
Vinebic gvinda imediaa shekrebamdis davimatebt
წარმატებები გუნდს!
ოფიციალურად: "ბარსელონა" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა ! კატალონიის "ბარსელონა" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა…
"ბარსელონა" ტომას ვერმაელენს (განათხოვრებულია "რომაში"), კრისტიან ტელიოს ("ფიორენტინა"), არდა თურანს, რაფინიას და ჟერემი მატიეს დაემშვიდობება.
"ბარსა" მათი გაყიდვისგან დაახლოებით 35 მილიონ ევროს მიიღებს და თუ თურანი ჩინეთში გაასხვისეს, თურქის სანაცვლოდ შესაძლოა 50 მილიონი ევროც გადაიხადონ.
საინტერესოა, რომ გუნდმა მათ სანაცვლოდ ორჯერ მეტი თანხა გადაიხადა.
ოფიციალურად რო დავინახე მევთქვი ვერატი ვიყიდეთთქო 😀 რაღაც რო გაოფიციალურდა კარგია 😀 😀