“მანჩესტერ სიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან სორიანომ გამოთქვა საკუთარი აზრი ლიონელ მესის კარიერის დასასრულთან დაკავშირებით.
“მესის ძალიან კარგად ვიცნობ, ის ჩემი მეგობარია. არგენტინელი “ბარსელონაში” თავს კარგად გრძნობს და ვფიქრობ, რომ ის კარიერას კატალონიურ კლუბში დაასრულებს.
საწინააღმდეგო შემთხვევაში, სავარაუდოდ, ლეო ბუცებს ლურსმანზე ჩინეთში ან ამერიკაში ჩამოკიდებს.“-ციტირებს სორიანოს Marca.
