“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ლიონელ მესისა და იოჰან კრუიფის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
“კრუიფს მესი რომ გაეწვრთნა მათ შორის კონფლიქტი იარსებებდა – იმ დაპირისპირების მსგავსი, რომელიც მე და ლეოს გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ორი ჭკვიანი ადამიანი გამოსავალს მიაგნებდა.
კრუიფი ძლიერი მწვრთნელი იყო, ლეოს კი შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს. ვფიქრობ, ისინი ერთად ბევრ ტიტულს მოიგებდნენ.
როდესაც პრობლემა მაქვს რომელიმე ფეხბურთელთან, პრესასთან ან სამწვრთნელო შტაბთან ვფიქრობ, თუ რას გააკეთებდა ჩემ ადგილას იოჰანი. ამის გამოცნობა შეუძლებელია, რადგან მსგავსი დაბრკოლების გადალახვა მხოლოდ ჰოლანდიელს შეეძლო.“-ამბობს პეპი.
