“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ჯერ კიდევ არ იცის, თუ სად გააგრძელებს კარიერას შემდეგი სეზონიდან. მისი შეძენით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, განსაკუთრებით კი “ბარსელონა”.
“მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ახლა საკუთარ მომავალზე საუბარი არ შემიძლია.” – ციტირებს ვერატის სიტყვებს Mundo Deportivo.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერატიმ “ბარსელონაში” თამაშის სურვილი გამოთქვა. მიუხედავად ამისა, პარიზულ კლუბს იტალიელი ფეხბურთელის გაშვება არ სურს.
