არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ამჟამად კოლუმბიის ეროვნული გუნდის სათავეში მყოფი ხოსე პეკერმანი “ალბისელესტეზე” საუბრობს და აცხადებს, რომ არარეალურია, გულშემატკივრებმა მოგება მხოლოდ ლეო მესისგან მოითხოვონ.
“არგენტინაში, ზოგჯერ, სურთ, რომ მესიმ მარტომ მოიგო, ეს კი არარეალურია. როდესაც ის გუნდში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე წასაყვანად გამოვიძახე, შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია, რომ ეს ბიჭი სხვებისგან გამოირჩეოდა. ვიცოდი, რომ ის, ნაკრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდებოდა.” – ციტირებს პეკერმანის სიტყვებს Mundo Deportivo.
