მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურ მცველთან, ჟერარ პიკესთან, მას, კარგი ურთიერთობა აქვს.
ბოლო დროს, პიკე და რამოსი, სოციალურ ქსელში, ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ. თუმცა, თავად რამოსის თქმით, მათ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
“ჩვენ შორის ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ვმეგობრობთ და ეს მეგობრობა ყოველწლიურად მტკიცდება. ვფიქრობ, ამის შემჩნევა მოედანზეც შეიძლება, როდესაც ერთად ვთამაშობთ.” – ციტირებს რამოსის სიტყვებს Sport.

