“ლესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი რიად მაჰრეზი ადასტურებს, რომ მას ინგლისის ექს-ჩემპიონი გუნდის დატოვების სურვილი აქვს.
“ვფიქრობ, “ლესტერიდან” წასვლისთვის კარგი დროა. ამ კლუბში უკვე ყველაფერი გამოვცადე.
ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცი, სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში.” – აცხადებს მაჰრეზი.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ალჟირელის შეძენის სურვილს “ბარსელონა” გამოთქვამს და გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში გადასვლა თავად ფეხბურთელსაც უნდა.