ცნობილი გახდა ლიონელ მესის ახალი კონტრაქტის რამდენიმე დეტალი, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობას 30 ივნისამდე ლოდინი არ სურს. არგენტინელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმება უკვე შემდეგ კვირას სურთ. კონტრაქტი სამ წელზე გაფორმდება (2020 წლამდე), კიდევ ერთ სეზონზე გახანგრძლივების შესაძლებლობით. თუმცა, აქ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც ჩვეულებრივად: მეოთხე წლით კონტრაქტის გახანგრძლივება არ იქნება დამოკიდებული ფეხბურთელის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობასა ან ნებისმიერ სხვა სპორტულ პარამეტრზე, არამედ თავად მესის სურვილზე. არგენტინელი 33 წლის იქნება და თუ დარწმუნებული იქნება, რომ მაღალ დონეზე თამაშს შეძლებს, მაშინ ის კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივებს კონტრაქტს.
მესის ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
