მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ვერატის დახმარება ჭირდება

“ბარსელონას” ვერატის დახმარება ჭირდება

“პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ვარკვლავის, მარკო ვერატის ტრანსფერის საკითხი ძალიან გართულებულია და იმისათვის, რომ 24 წლის ნახევარმცველმა თავი “ბარსელონაში” ამოჰყოს, მან ინიციატივა თავად უნდა გამოიჩინოს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვერატი “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, თუმცა პარიზულ კლუბს იტალიელის ტრანსფერის გაგონებაც კი არ სურს. პარიზელებმა, “ბაიერნის” 55-მილიონიანი წინადადება განუხილველად დატოვეს. ისინი აცხადებენ, რომ ფეხბურთელს არანაირ თანხად არ შეელევიან და მოლაპარაკებების დაწყებასაც კი არ აპირებენ.

იმ ფონზე, როდესაც ერთი მხარე არათუ ფეხბურთელის გაყიდვაზე, არამედ შეთავაზების მოსმენაზეც კი უარს აცხადებს, ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა. თუმცა, კატალონიელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ სიტუაციის შეცვლა თავად ფეხბურთელს შეუძლია. ვერატის არაერთხელ უთქვამს, რომ ის “ბარსელონას” გულშემატკივარია და თუ იტალიელს კატალონიურ კლუბში თამაში სურს, მაშინ მან პსჟ-ს პრეზიდენტთან, ალ-ხელაიფისთან შეხვედრა მოუწევს. ვერატიმ პრეზიდენტს “ბარსელონაში” გადასვლის სურვილი უნდა გაუმხილოთ და მას სთხოვოს, კატლონიელებთან მოლაპარაკებებს დასთანხმდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში