“ბარსელონასა” და ლიდერმა, ლიონელ მესიმ აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბში კარიერის დასრულებაზე ოცნებობს. არგენტინელმა მის მუდმივ ანტაგონისტზე, კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა.
“ბარსელონაში” კარიერას სიამოვნებით დავასრულებდი, რადგან ეს მუდამ ჩემი ოცნება იყო.
პრესა ჩემი და რონალდუს დაპირისპირებას ამძიმებს. ყველა ცდილობს, რომ იყოს ნომერ პირველი. მასთან საუბრისას ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. კრიშტიანუ შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც მრავალი შესაძლებლობით გამოირჩევა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.”-განაცხადა მესიმ.
