მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “მესი ყველაფერს ამარტივებს”

გვარდიოლა: “მესი ყველაფერს ამარტივებს”

“ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის შესაძლებლობებზე ისაუბრა. აგრეთვე, ესპანელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბში არ დაბრუნდება.

“მესი უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელია. ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტსმენია. საზოგადოება მისგან თითოეულ მატჩში მინიმუმ ჰეთ-ტრიკს მოელის. ასეთ ზეწოლას მხოლოდ ლეოს დონის მოთამაშე გაუმკლავდება.

ბურთის კონტროლისა და გადაცემის გაკეთების დროს ის შეცდომას თითქმის არ უშვებს. ბავშვები ხედავენ, თუ როგორ უმკლავდება არგენტინელი რთულ ბარიერებს. ვერავინ ამარტივებს ყველაფერს ისე, როგორც ლეო.

მესმის, რომ ერთ დღესაც მესი კარიერას დაასრულებს და ამიტომ, არ მსურს მის თამაშში რამე შეუმჩნევლად დავტოვო.

კატალონიის ნაკრებისა და “ბარსელონას” მწვრთნელი არასდროს ვიქნები.“-ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Catalunya Radio.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში