“ბარსელონას” 18 წლის იმედისმომცემმა მარცხენა მცველმა, მარკ ჩუჩურელამ, კატალონიური კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ ჭორების გავრცელებას ბოლო მოუღო, შეათანხმა რა ახალი კონტრაქტის დეტალები.
ჩუჩურელამ, გასულ სეზონში, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გადაწყდა, რომ კლუბი მასთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდა და “ბარსა ბ”-ში დააწინაურებდა.
ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე თვის ბოლოს გასდიოდა და მისი დამატების სურვილს “დორტმუნდი” და “მანჩესტერ სიტი” გამთქვამდნენ, თუმცა კატალონიელმა “ბარსელონაში” დარჩენა ამჯობინა.



