მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
RAC1: “ბარსელონა” და ბელერინი შეთანხმდნენ

RAC1: “ბარსელონა” და ბელერინი შეთანხმდნენ

RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” ლონდონის “არსენალის” კატალონიელ მარჯვენა მცველთან, ექტორ ბელერინთან, პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა.

გავრცელებული ცნობებით, ესპანური გუნდი მზადაა 22 წლის ფეხბურთელის დასაბრუნებლად “არსენალს” 51 მილიონი ევრო შესთავაზოს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ტრანსფერში, შესაძლოა, დიდი როლი თავად ფეხბურთელის სურვილმა იქონიოს. თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ბელერინმა “ბარსელონას” თანხმობა უკვე მისცა და ის, უახლოეს მომავალში, თავის ამჟამინდელ მწვრთნელს, არსენ ვენგერს დაელაპარაკება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში