მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” არდა თურანის გაშვებას გეგმავს.
“ბლაუგრანასთვის” პრიორიტეტული ვარიანტი თურქი ნახევარმცველის ჩინეთში გაყიდვა და ამ ტრანსფერით მაქსიმალურად მეტი თანხის გამომუშავებაა.
გასულ ზამთარში “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ჩინეთიდან 50-მილიონიანი წინადადება მიიღეს, მაგრამ ტრანსფერი ყოფილმა თავკაცმა, ლუის ენრიკემ დაბლოკა.
არდა თურანის შემცვლელად პსჟ-ს არგენტინელ ნახევარმცველს, ანხელ დი მარიას მოიაზრებენ.
