მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ცნობილი პორტალის შეკითხვებს უპასუხა.
1000 შეკითხვიდან goal.com-მა ხუთი შეარჩია. ამ შეკითხვებზე “ბარსელონას” ფორვავრდს მოკლედ უნდა ეპასუხა – მართალია თუ ტყუილია:
goal.com: მართალია თუ ტყუილია, რომ თქვენ გინდათ ოდესმე ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოთ?
მესი: (მერყეობს) ჰმ, სავსებით შესაძლებელია, ოდესღაც ასე ვამბობდი… მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ “ტყუილია”.
goal.com: მართალია თუ ტყუილია, რომ თქვენი ოჯახი გეგმავდა ავსტრალიაში გადასვლას, როდესაც თქვენ პატარა იყავით?
მესი: ტყუილია.
goal.com: მართალია თუ ტყუილი, რომ “რეალში” გადასვლას ფეხბურთიდან წასვლა გირჩევნიათ?
მესი:ეს არასდროს არ მოხდება. მაგრამ, ყოველ შემთხვევისთვის მაინც, ფეხბურთიდან წასვლა მირჩევნია.
goal.com: მართალია თუ ტყუილი, რომ თქვენ განიხილავდით ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში გამოსვლის ვარიანტს და არა არგენტინის?
მესი: ტყუილია.
goal.com: მართალია თუ ტყუილია, რომ თქვენს ყველა გოლს უძღნვით ბებიას, როდესაც მტოქის კარის აღების შემდეგ ხელებს ცისკენ აღმართავთ?
მესი: დიახ, მართალია.
