“ბარსელონას” ნახევარმცველის, არდა თურანის აგენტმა, აჰმეთ ბულუთმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.
“თურანი არსად მიდის. “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მისით კმაყოფილია. ტრანსფერის თაობაზე სხვა კლუბთან კონტაქტი არ გვქონია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არდას აღიზიანებს. ჩემი კლიენტი “ბარსაში” 2020 წლამდე დარჩება.”-ციტირებს აგენტის სიტყვებს AS.
