პორტუგალიური “ბენფიკას” მეორე გუნდის მწვრთნელი ჰელდერ კრისტოვაუ მიიჩნევს, რომ ლისაბონური გუნდის მარჯვენა მცველმა, ნელსონ სემედუმ კარიერა “ბარსელონაში” უნდა განაგრძოს.
ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელს არაერთი ევროპული გრანდი აკვირდება. მათ შორისაა “ბარსელონა”. “ბენფიკას” ერთ-ერთი მწვრთნელი კი მიიჩნევს, რომ სემედუსთვის იდეალური ვარიანტი სწორედ კატალონიური გუნდია.
“ნელსონ სემედუს ყველაფერი აქვს, რაც ჭირდება. თუ ის “ბარსელონაში” გადავა, ბედნიერი იქნება. ეს ადგილი, მისთვის, იდეალურია.” – კრისტოვაოს ამ სიტყვებს BTV-ზე დაყრდნობით, Sport ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა”, ექტორ ბელერინის შემდეგ, სემედუს ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.
