“ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარი და “ფორმულა 1-ის” სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი NBA-ს პლეი-ოფის ფინალური სერიის მეორე შეხვედრას დაესწრნენ “გოლდენ სტეიტსა” და “კლივლენდს” შორის.
მატჩი “გოლდენ სტეიტის” გამარჯვებით, 132:113 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გუნდში ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია ასპარეზობს. შეხვედრის ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, კევინ დურანტმა აქტივში 33 ქულა ჩაიწერა.
აღნიშნული გუნდები მე-3 შეხვედრას 8 ივნისს, 05:00 საათზე გამართავენ.




მაგარია!
გადმოდით მესის ხმა მიეცით.დიდი ანგარიშით აგებს ფორუმზე
😀 ორივე თამაში მე-3 პერიოდში მოიპოვ გოლდენმა გადამწყვეტი ფორა 😀