Don Balon-ის ინფორმაციით, “ბორუსიას” ნახევარმცველი, ჯულიან ვაიგლი “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა.
წყარო იტყობინება, რომ კატალონიელები ფეხბურთელს ერთ წელზე მეტია აკვირდებიან და მასში სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ხედავენ. მოცემულ მომენტში ჯულიანი “აუგსბურგთან” მატჩში მიღებულ ტრავმას მკურნალობს.
აღსანიშნავია, რომ ვაიგლი გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ტომას ტუხელის გათავისუფლებით უკმაყოფილოა და ჯერჯერობით, კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა”, შესაძლოა, აღნიშნული სიტუაციით ისარგებლონ. ისინი ჯულიანის ტრანსფერისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფენ.
