The Sun იტყობინება, რომ “ბარსელონამ” ლისაბონის “ბენფიკას” მცველის, ნელსონ სემედუს ტრანსფერზე უარი თქვა.
კატალონიელები მიიჩნევენ, რომ პორტუგალიულმა კლუბმა 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაჭარბებულად დიდი თანხა მოითხოვა (55 მილიონი ევრო).
ახლა “ლურჯ-ბროწეულისფრები” ლონდონის “არსენალის” განაპირა მცველის, ექტორ ბელერინის ტრანსფერს დაუბრუნდებიან.
