ვალდესმა თავისი საუკეთესო რეკორდი ვერ გააუმჯობესა პირველ წრეში, მან 19 მატჩში 11 გოლი გაუშვა, შარშანდელი რეკორდი 10 ბურთი იყო. შარშან ვალდესმა “სამორს” პრიზი მიიღო, როგორც ესპანეთში ყველაზე ნაკლებად გამშვები მეკარე. ამისაკენ ისწრაფვის წელსაც, იგი კასილიასს ძალიან ბევრი ბურთით უსწრებს. ყველაზე ნაკლები მოგახსენეთ, რომ პირველ წრეში შარშან 10 ბურთი გაუშვა, ხოლო ყველაზე ცუდი სეზონი 2006/07 წლებში ჰქონდა, როდესაც 19 მატჩში 17 ბურთი გაუშვა. ეს ვალდესის ყველაზე ცუდი შედეგია, მაგრამ არც ეს შედეგია ურიგო. სწორედ ამდენი აქვს გაშვებული წელს იკერ კასილიასს.
ეს კი ბოლო 7 სეზონის გაშვებული გოლები პირველი წრის მიხედვით:
2004/05 13 gols
2005/06 16 gols
2006/07 17 gols
2007/08 13 gols
2008/09 13 gols
2009/10 10 gols
2010/11 11 gols
