მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ლიონელ მესის არაამქვეყნიურ შესაძლებლობებს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთი ჟერარ პიკეს გაუგზავნა.
“უცხოპლანეტელების, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლა გამიჭირდება. კმაყოფილი ვიქნები თუ საბოლოო სამეულში მოვხვდები.
რამდენი მეგობარი და ნათესავი დამიჭერს მხარს კარდიფში? დაახლოებით 20. ბილეთი პიკესაც გავუგზავნე, მაგრამ არ მიპასუხა.”-ამბობს რამოსი.
