იმ დღეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მილიტო ”ბარსელონაში” რჩებოდა, მან ინტერვიუ გააკეთა პრესასთან. ”მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე დამჭირდა და მივხდვი, რომ ამ მომენტში კლუბის დატოვება არ იქნებოდა კარგი. გადამწყვეტი გახდა მხარდაჭერა, რომელსაც კლუბის მწვრთნელისგან ვგრძნობდი.” – განაცხადა მილიტომ.
დარჩენის მიზეზები
მილიტომ მადლობა გადაუხადა პეპს და აღნიშნა: ”ცხოვრებაში არსებობს მადლიერების გრძნობა. რთულ პერიოდებში პეპი ყოველთვის მიჭერდა მხარს. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია ჩემ თანაგუნდელებთან თამაშით ვტკბები. საუკეთესო ვარიანტი იყო დარჩენა და იქ თამაში, სადაც საჭირო ვარ.”
გადაწყვეტილება სწორია
მცველი დიდ იმედებს ამყარებს ახლო მომავალზე. ”ერთადერთი, რაც მაფიქრებდა იყო თამაშის სურვილი. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.”
განწყობის შენარჩუნება
მილიტო ასევე თვლის, რომ :”ქულების ამ რაოდენობის მოპოვება მხოლოდ შესანიშნავი თამაშით შეიძლება. აუცილებელია განწყობის შენარჩუნება. მაგრამ, ჩვენი ვარჯიშების შემყურე ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ.”
მცველი არ თვლის,რომ ”რეალთან” 4 ქულიანი უპირატესობა გადამწყვეტია: ”ჩემპიონატის დასასრულამდე დიდი დრო დარჩა. უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. არ უნდა დავკარგოთ დრო მეტოქეზე ფიქრში, მხოლოდ საკუთარ გუნდზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია.”
