“ბაიერნის” მცველმა, ჟერომ ბოატენგმა ისაუბრა მეტოქეებზე, რომელთა შეჩერება მისთვის ყველაზე რთულია.
“ჩემთვის, ყველაზე რთული მეტოქეები მესი და რონალდუ არიან, მათთან ერთად კი ედენ აზარს, ნეიმარსა და კარიმ ბენზემას გამოვარჩევდი. დამოუკიდებლად ლიონელის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია, ხოლო რონალდუს განეიტრალება კი – შედარებით მარტივი, რადგან პორტუგალიელი ძირითადად, ათლეტიზმზეა დამოკიდებული.
ახლა ის დრიბლინგზე ნაკლებ ფოკუსირებას ახდენს და მიზნად შედეგის მიღწევას ისახავს. მისი გაკონტროლება რთულია, რადგან პორტუგალიელს შესანიშნავი გოლის ალღო აქვს.“-ამბობს ბოატენგი.
