“ალავესის” არგენტინელი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პელეგრინო, ესპანეთის თასის ფინალის წინ, “ბარსელონას” ვარსკვალვზე, ლიონელ მესიზე საუბრობს და მას იცავს.
“აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ უმკლავდება მესი მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. წარმოიდგინეთ – მე მყავს მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ მესი ეროვნული გუნდის სირცხვილია. ასეთ ემთხვევაში, ვინ ვართ ჩვენ? თუ მესი არგენტინის სირცხვილია, ჩვენ ყველანი იატაკის ჩვრები ვართ.
ვამაყობ იმით, რომ მესი არგენტინელია.” – გაანცხადა პელეგრინომ ერთ-ერთ არგენტინულ რადიოსთან საუბრისას.
