“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.
კატალონიურმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა და წარმატებას ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ მიაღწია. ქვეყნის ჩემპიონი “ბარსელონას” ყველაზე პრინციპული მეტოქე – მადრიდის “რეალი” გახდა.
“და ახლა თქვენ კმაყოფილები ხართ? სიცრუემ, მოწამვლამ და მანიპულაციამ “ბარსელონა” დატბორა.” – დაწერა ლაპორტამ თავის Twitter-ის გვერდზე.
