“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ადასტურებს, რომ კატალონიური გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი 29 მაისს გახდება და მინიშნებას ერნესტო ვალვერდეზე აკეთებს.
“29 მაისს, დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი ახალი მწვრთნელის ვინაობა.
ვალვერდე? ეს არის მწვრთნელი, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი უმთავრდება.” – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Sport.


