“ბარსელონას” ფეხბურთელები ლა ლიგის გადამწყვეტ მატჩში, “ეიბარის” წინააღმდეგ, მოედანზე სპეციალური ფორმებით გამოვლენ.
კატალონიელთა მაისურებზე შემდეგ წარწერას ვიხილავთ: “#WEMBLEY25. 20 MAIG 1992”.
როგორც იცით, ზუსტად 25 წლის წინ “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო. ფინალში “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” რონალდ კუმანის გოლით “სამპდორია” დაამარცხეს.




