ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა, ტიტემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ გამოიძახა ნეიმარ და სილვა ეროვნულ გუნდში.
სპეციალისტმა გადაწყვიტა ნეიმარისთვის დასვენების დრო მიეცა, რათა ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონატს მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში შეხვდეს.
“ნაკრებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რაც შეეხება ნეიმარს, მას დასვენება სჭირდება, რათა 2018 წლის მუნდიალს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.”-ამბობს ტიტე.


