წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთლი ჯანლუკა ვიალი, რომელიც 1992 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის დროს “სამპდორიაში” თამაშობდა, აცხადებს, რომ იმ წელს, მისი გუნდის “ბარსელონასთან” წაგება ფეხბურთისთვის სასარგებლო გამოდგა.
“ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, მიხარია, რომ “ბარსელონამ” ჩემპიონთა თასის ფინალში დაგვამარცხა. ასეც უნდა მომხდარიყო.” – ციტირებს ვიალის სიტყვებს Marca.
როგორც იცით, 1992 წლის 20 მაისს, “ბარსელონამ”, ჩემპიონთა თასის ფინალში, “სამპდორია” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი, 112-ე წუთზე, რონალდ კუმანმა გაიტანა. ხვალ, ამ ფინალიდან 25 წელი გადის.



