“რეალის” ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს არ სურს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის მიხედვით, მას “ბარსელონაში” გადასვლა აეკრძალოს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, 25 წლის მოთამაშის ტრანსფერი ინგლისურ გრანდში, თითქმის უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ მხარეები გარკვეულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან.
“სამეფო კლუბის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს, რომ ხამესის “მანჩესტერში” წასვლის შემთხვევაში, სამომავლოდ, მისი “ბლაუგრანაში” ტრანსფერი თავიდან აირიდოს, როგორც ეს წარსულში ანხელ დი მარიას შემთხვევაში მოხდა.
მიუხედავად ამისა, კოლუმბიელს არ სურს, რომ შეზღუდვამ მისი კარიერის განვითარებაზე გავლენა მოახდინოს.
