მადრიდის “რეალიდან” “ალავესში” განათხოვრებული ახალგაზრდა ნახევარმცველი მარკოს ლიორენტე აცხადებს, რომ მას ძალიან უნდა ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონა” დაამარცხოს, რადგან ეს მისი ოცნებაა.
“ბარსელონას” დამარცხება ბავშვობიდან მინდა. ამ გუნდთან მოგების სურვილი უფრო მეტად მაქვს, ვიდრე სხვასთან.
ფინალში თამაში რაღაც განსაკუთრებულია. ემოციების აღსაწერად სიტყვები საკმარისი არაა.
იმის მიუხედავად, რომ კატალონიელთა რიგებში მესისა და ნეიმარის დონის ფეხბურთელები თამაშობენ, ეს ჩემზე ზეწოლას ვერ მოახდენს.” – ავრცელებს ლიორენტეს სიტყვებს Marca.
