წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, დენი მერფიმ ლონდონის “ჩელსიდან” ედენ აზარის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.
“გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მივიჩნევ, რომ მომდევნო სეზონში ედენს “ჩელსის” მაისურით ვეღარ ვიხილავ. აზარის განცხადებებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ მისი წასვლა გარდაუვალია.
ყველას აქვს “ბარსელონასა” და “რეალში” თამაშის სურვილი და როცა ისინი ინტერესს იჩენენ, ფეხბურთელთა შენარჩუნება შეუძლებელია.“-ციტირებს მერფის სიტყვებს Daily Mail.
