მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ “ოქროს ბუცი” თითქმის გაინაღდა

მესიმ “ოქროს ბუცი” თითქმის გაინაღდა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ლიონელ მესიმ გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ ის “ოქროს ბუცის” ჯილდოს მაინც მიუახლოვდა. ამის მიზეზი ისაა, რომ თავი ვერც ლეოს კონკურენტმა გამოიჩინა.

მესიმ, ლა ლიგის 37 ტურში, თავი 35-ჯერ გამოიჩინა, რაც მას 70 ქულას ანიჭებს. უახლოეს მდევარ ბას დოსტს კი, 31 გოლი აქვს გატანილი. ორივე ფეხბურთელს თითო თამაში აქვს დარჩენილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დოსტმა მესიზე 5 გოლით მეტი უნდა გაიტანოს იმისათვის, რომ არგენტინელი “ოქროს ბუცის” გარეშე დარჩეს.

დოსტის უმოტივაციო “სპორტინგი”, პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ჩავესს” მასპინძლობს. მესის “ბარსელონა” კი, უმოტივაციო “ეიბარს” საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

ლეო მესისთვის, ეს “ოქროს ბუცი” კარიერაში მე-4 იქნება და ის ამ მხრივ რეკორდსმენს, კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში