მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ძალიან ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი”

“ძალიან ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი”

კატალონიური Sport-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

“ბარსა” ლა ლიგის თასს იმ შემთხვევაში დაეუფლება, თუ “ეიბართან” მოიგებს და “რეალი” ან დარჩენილი 2 შეხვედრიდან ერთს წააგებს, ან ვერცერთს მოიგებს.

Sport-ის ცნობით, კატალონიურ გუნდში განსაკუთრებით “სელტასი” ეიმედებათ, რომელიც “რეალს” ხვალ უმასპინძლებს.

თუმცა, “ბარსას” მოთამაშეები აქცენტს თავიანთ შეხვედრაზე აკეთებენ. პირველი გუნდის ერთ-ერთმა წონიანმა ფიგურამ, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, Sport-ს განუცხადა: “მიმდინარე სეზონში, ჩვენ ისედაც ბევრი საჩუქარი დავარიგეთ.” როგორც ჩანს, “ბარსელონა” პრიმერას დასკვნითი შეხვედრის წინ მოდუნებას არ აპირებს და უმოტივაციო გუნდთან საკუთარ კედლებში თამაშის მიუხედავად, სრულადაა მობილიზებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში