გუშინ კლუბმა ზამთრის ჩემპიონობა მოიპოვა. “ბლაუგრანამ” 52 ქულა დააგროვა 19 ტურში. ბოლო ტურში კატალონიელებმა “მალაგა” დაამრცხეს 4:1. 52 ქულა არის აბსოლიტური რეკორდი ჩემპიონატისა მთელი გათამაშების მანძილზე (50 წლიდან შარშანდელ წლამდე). 17 მოგება 1 ფრე 1 წაგება, საოცარია. 61 გატანილი გოლი და მხოლოდ 11 მიღებული საკუთარ კარში, +50.
გვარდიოლას აქვს კიდევ ერთი რეკორდი გასაუმჯობესებელი, მისმა გუნდმა ზედიზედ 13 თამაში მოიგო, ხოლო რაიკარდის შეგირდებმა 2005/06 წლებში 14 მატჩი მოიგო ზედიზედ ყველა ტურნირზე.
“ბარსელონას” 28 ტურია არ წაუგია, ესეც კიდევ ერთი რეკორდია. რინუს მიხელსის მეთაურობით “ბლაუგრანამ” 73/74 წლებში (კრუიფის თამაშის პერიოდი) არ წააგო 27 მატჩი. ეს რეკორდი განუმეორებლად იყო კატალონიელთა ისტორიაში, მაგრამ ახლა ეს რეკორდი “Pep Team” – მა მომხსნა.


