workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისტორიული დუელი: მესისა და კრისტიანოს შორის

ისტორიული დუელი: მესისა და კრისტიანოს შორის

ორი ფეხბურთელი, რომელთა ნიჭი და ამბიცია საუკეთესოობაზე უსაზღვროა. წლევანდელი სეზონის მიხედვით ორი საუკეთესო ფეხბურთელი, ორი საუკეთესო გოლეადორი. საუბარია არგენტინელ ლეო მესიზე და პორტუგალიელ კრისტიანო რონალდოზე. 

ამ ორმა ფეხბურთელმა ერთად 62 გოლი გაიტანა ამ სეზონში, ცალ – ცალკე კი 31 – 31. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მესის 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული ვიდრე კრისტიანოს. სამაგიეროდ კრისტიანოს ნათამაშები არ აქვს სუპერთ – თასზე. პროცენტულ მაჩვენებელს თუ შევხედავთ მესის ყველა ტურნირზე უფრო ნაკლებ დროში გააქვს გოლი დაახლოებით ყოველ 68 წუთში, ხოლო კრისტიანოს ყოველ 74 წუთში. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რონალდუს დარტყმული აქვს 6 პენალტი, ლეოს კი მხოლოდ და მხოლოდ 1 (ლა – ლიგაში).

მესიმ წელს თავისი თავი არამარტო გოლების გატანის მხრივ წარმოაჩინა თავისი თავი არამედ კარგი ასისნტენტის თვალსაზრისითაც. ლეოს წელს 15 საგოლე გადაცემაა რაც ევროპაში საუკეთესოა, კრისტიანოს კი მხოლოდ და მხოლოდ 7.

დღეს ეს ორი ფეხბურთელი შეეცდება გააუმჯობესოს თავისი შედეგი, კრისტიანო “ალმერიას” დაუპირისპირდება, ხოლო მესი “მალაგას”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში