workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარგი მოგონებები

კარგი მოგონებები

“ბარსელონაას” “მალაგასთან” “კამპ ნოუზე” ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს. კატალონიურმა კლუბმა ანდალუსიურ კლუბს გაუტანა 17 ბურთი ბოლო ხუთ შეხვედრაში, რომელიც კატალონიელთა მოედანზე გაიმართა და საკუთარ კარებში მიიღო მხოლოდ ერთი. 

ფრანკ რაიკაარდის მეთაურობის დროს “ბარსელონა” “მალაგას” სახლში 3 – ჯერ დაუპირისპირდა და სამივე მატჩი კატალონიელთათვის დადებითად დასრულდა. 2003/04 წლებში 3:0 ხავიერ სავიოლას, ლუის გარსიას და ფილიპ კოკუს გოლების წყალობით. 2004/05 წლებში 4:0 ეტო;ოს დუბლი, დეკუს და ანდრეს ინიესტას თითო გოლი. 2005/06 წლებში 2:0 რონალდინიოს და ჰენრიკ ლარსონის გოლების წყალობით. ამის შემდეგ ორი სეზონი “მალაგამ” სეგუნდა დივიზიონში გაატარა, ხოლო როცა დაბრუნდა პეპის გუნდთან 6:0 დამარცხდა გოლები: ჩავიმ, ანრიმ, ალვესმა, მესიმ და ეტო’მ (2) გაიტანეს.  ხოლო წინა სეზონში “ბარსელონამ” ცოტა არ იყოს რთული გამარჯვება მოიპოვა “მალაგას” წინააღმდეგ, გადამწყვეტი ბურთი მაშინ ლეო მესიმ გაიტანა.

რაც გვარდიოლა არის “ბარსელონას” მწვრთნელი გუნდმა 2 თამაში მოიგო ანდალუსიურ კლუბთან სახლში და ასევე ორი თამაში გასვლაზე 0:2 და 1:4. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში