მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბა: “რონალდუ გენიოსია, მაგრამ ხალხს მესი უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს”

ალბა: “რონალდუ გენიოსია, მაგრამ ხალხს მესი უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს”

“ბარსელონას” განაპირა მცველმა, ჟორდი ალბამ ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ესპანელმა, არგენტინელის მუდმივი ანტაგონისტის, კრიშტიანუ რონალდუს ძლიერ მხარეებსაც გაუსვა ხაზი.

“ჩემთვის უცნობია, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულთან დაკავშირებით. ყველას საკუთარი აზრი აქვს. ვფიქრობ, ეს პრიზი ჩავისა და ინიესტასთვისაც უნდა გადაეცათ.

ჩემი შეხედულება თქვენთვის უკვე ცნობილია – მივიჩნევ, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა. რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს. პორტუგალიელი გენიოსია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გუნდის ქომაგს მესის თამაშის ხილვა უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს.“-განაცხადა ალბამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში