ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მარკოს სენამ “ბარსელონას” მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. როგორც იცით, ასტურიელი მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბლაუგრანას” დატოვებს.
“ლუის ენრიკემ “ბარსელონაში” ფენომენალური სამუშაო გასწია და სამწუხაროა, რომ ის გუნდს ტოვებს. წარმატებას ვუსურვებ სპეციალისტს, რომელიც ასტურიელის ადგილს დაიკავებს. დარწმუნებული ვარ, რომ “ბლაუგრანა” სწორ არჩევანს გააკეთებს.”-ციტირებს სენას სიტყვებს Mundo Deportivo.
ჯერჯერობით, ლუის ენრიკეს შემცვლელის ვინაობა უცნობია.