მარკოს სენა, რომელსაც ესპანეთში ყოფნის პერიოდში მესის წინააღმდეგ თამაშის პატივი ხშირად ჰქონდა, ინსტაგრამის ლაივში არგენტინელზე საუბრობს:
“მესის შეჩერება მხოლოდ იარაღითაა შესაძლებელი.“
“მას შემდეგ, რაც ის საფეხბურთო სამყაროს მოევლინა, თითოეული გულშემატკივარი შაბათ-კვირის მოსვლას მის საყურებლად ელოდება. ასეთი რამ მხოლოდ რონალდინიოს დროს ხდებოდა.“
“მე მესის სხვა დონეზე ვხედავ. ის ყველაზე ზევით არის, დანარჩენები კი მის შემდეგ მოდიან. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.“
სენა “ვილიარეალის“ რიგებში 2002-დან 2013 წლამდე თამაშობდა. ჩატარებულ 353 შეხვედრაში მან 33 გოლი გაიტანა და 16 ასისტი გააკეთა.




ეს ევრო 2008-დან მახსოვს მაგრად, 2010 წელს უკვე ბუსმა წაართვა ცენტრი და დარჩა მსოფლიოს გარეშე.
უიარაღოდაც შესაძლებელია უბრალოდ რთულია :))
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ჩემპიონთა ლიგის დაბრუნების რიცხვს ასახელებს.
დიდი ალბათობით, მერვედფინალის დარჩენილი მატჩები 8 და 9 აგვისტოს გაიმართება.
მეოთხედფინალურ ეტაპს 11-დან 15 აგვისტომდე ვიხილავთ, ნახევარფინალები 18-22 აგვისტოს გაიმართება.
რაც შეეხება გადამწყვეტ შეხვედრას, ის 29 აგვისტოზეა დაგეგმილი.
მერვედფინალური წყვილები, რომლებშიც მეორე მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელია:
„მან. სიტი“ – „რეალი“ (პირველი მატჩი 2:1)
„ბაიერნი“ – „ჩელსი“ (პირველი მატჩი 3:0)
„იუვენტუსი“ – „ლიონი“ (პირველი მატჩი 0:1)
„ბარსელონა“ – „ნაპოლი“ (პირველი მატჩი 1:1)
გუნდები, რომლებიც უკვე მეოთხედფინალში არიან:
„პსჟ“, „ატალანტა“, „ატლეტიკო“, „ლაიფციგი“.