ისევ არ წყდება საუბრები სესკ ფაბრეგასის “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, კატალონიური მხარე 2010 წლის ზაფხულში აქტიურად ცდილობდა “არსენალიდან” სესკის გადმოყვანას, თუმცა “მეთოფეებმა” არ დათმეს თავიანთი კაპიტანი. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით მითქმა–მოთქმამ იკლო, თუმცა იანვრის მოახლოებასთან ერთად ისევ განხილვის თემად იქცა.
“ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა Sport.es–თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით.
როსელი დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა დაიცვას “ბარსას” ღირსება.
“სად უნდა იგრძნოს მან თავი უკეთ, თუ არა ჩვენთან? უაზრობა იქნება ჩვენს შორის ურთიერთობის გაწყვეტა. ივნისში მე უფრო დეტალურად ვისაუბრებ, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ ორივე მხარე ვალდებულია ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდნონ. დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემები არ შეგვექმნება.”– განაცხადა როსელმა
