workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ვერატის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა

“ბარსელონამ” ვერატის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა

“ბარსელონას” წარმომადგენლები “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, მარკო ვერატის აგენტს, დონატო დი კამპლის შეხვდნენ, იტყობინება Mundo Deportivo.

შეხვედრა ესპანეთში შედგა, სადაც დი კამპლი “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის საპასუხო მატჩს (0:0) დაესწრო. მას შეატყობინეს, რომ მისი კლიენტის შეძენა სურთ. აგენტმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ვერატი მხოლოდ “ბარსელონაში” გადავა, თუ პარიზული კლუბის დატოვებას გადაწყვეტს. გარდა ამისა, დი კამპლის სურდა გაეგო, თუ როგორაა კატალონიური კლუბი მომზადებული ვერატის შეძენისთვის.

“ბარსელონაში” იციან, რომ პსჟ თავის ვარსკვლავებს ადვილად არ უშვებს, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათ ფეხბურთელის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში თამაშის დიდი სურვილი დაეხმარება.

ვერატის ამჟამინდელი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში