workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო აგუერომ 15 წლის ასაკში გულის ოპერაცია გაიკეთა

სერხიო აგუერომ 15 წლის ასაკში გულის ოპერაცია გაიკეთა

სერხიო აგუეროსთვის გულთან დაკავშირებული პრობლემები უცხო არაა. Sky Sports-ის ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა 15 წლის ასაკში გულის ოპერაცია გაიკეთა.

2017 წელს, არგენტინასა და ნიგერიას შორის გამართული შეხვედრის პირველი ნახევარში 33 წლის თავდამსხმელმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გამოკვლევების შემდეგ ის გუნდს მალე დაუბრუნდა.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ მაშინ შემდეგი განცხადება გაავრცელა: “აგუერომ დაკარგა გონება და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. უსაფრთხოების მიზნით, მას სტანდარტული გამოკვლევები ჩაუტარდა.”

“ალბისელესტეს” ექიმმა, დონატო ვილიანიმ კი ჟურნალისტებთან განაცხადა: “აგუერომ ორჯერ თავი ცუდად იგრძნო. მისი სამედიცინო ისტორია გვიჩვენებს, რომ მას 15 წლის ასაკში ოპერაცია ჩაუტარდა., გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ საგანგაშო არაფერი იყო.”

გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო აგუეროს გულის არითმია დაუდგინდა. კუნი ჰოსპიტალში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება და სრულყოფილ კარდიოლოგიურ გამოკვლევას ჩაიტარებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 31 ოქტ 2021, 20:11

    ეხლა ჩვენ ორჯერ თითქმის ნაინფარქტალი, გულზე ოპერაცია გადატანილი გვაკლდა გუნდში? ისე ხო ტრამვები არ გვაკლია და ახლა კიდევ ერთი "ერიქსენ-2" გვინდოდა?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 31 ოქტ 2021, 18:27

    იმედია კარგად იქნება<3