“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ თავის აგენტს, დონატო დი კამპლის შეატყობინა, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება.
Don Balon-ის ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველმა თავის წარმომადგენელს უთხრა, რომ “ბარსელონაში” ლიონელ მესისთან ერთად ასპარეზობა სურს. იტალიელში, ესპანეთში გადაბარგების სურვილი “ოქროს ბურთის” ხუთგზის ლაურეატის მიერ, “რეალის” წინააღმდეგ ნაჩვენებმა თამაშმა აღძრა.
მიმდინარე სეზონში ვერატიმ პსჟ-ს მაისურთ 38 მატჩი ჩაატარა.


