workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მცირე უთანხმოება პიკესა და ალვესს შორის

მცირე უთანხმოება პიკესა და ალვესს შორის

ესპანეთის თასის მეოთხედ-ფინალში, სადაც ”კამპ ნოუზე” კატალონიის ”ბარსელონა” მასპინძლობდა ”ბეტისს”, მცირე ინციდენტი მოხდა ”ლურჯ-ნარინჯისფერთა” ფეხბურთელებს, პიკესა და ალვესს შორის.

უთანხმოება თამაშის 25-ე წუთზე დაიწყო, როდესაც ”ბეტისის” ფეხბურთელი, რუბენ კასტრო ”ბარსას” მცველებს გასცდა და მასპინძელთა კართან სახიფათო მომენტი შექმნა. ეს ფაქტი არ მოეწონა როგორც პიკეს, ასევე ალვესს და მათ ერთმანეთი უყურადღებობაში დაადანაშაულეს. პიკე თვლიდა, რომ სწორედ ბრაზილიელ მცველს უნდა დაეფარა კასტრო იმ სიტუაციაში, ხოლო ალვესს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. ფეხბურთელებმა იმდენად დაკარგეს კონტროლი საკუთარ თავებზე, რომ საქმე კინაღამ ხელჩართულ გარჩევამდე მივიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში