workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აღდგენითი ვარჯიში “იუვენტუსთან” მატჩისთვის (ვიდეო)

აღდგენითი ვარჯიში “იუვენტუსთან” მატჩისთვის (ვიდეო)

“ბარსელონამ” დღეს დილით, ტიტო ვილანოვას სახელობის “სიუტატ ესპორტივაზე” მორიგი ვარჯიში ჩაატარა.

სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ყველა ხელმისაწვდომმა ფეხბურთელმა მიიღო. ასევე სარეზერვო გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმაც ივარჯიშა: კარლეს ალენია, მარკ კარდონა, ალექს კარბონელი, იგნასიო აბელედო და ბორხა ლოპესი.

ეუსებიო საკრისტანის “რეალ სოსიედათან” მძიმე გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” “იუვენტუსის” წინააღმდეგ ურთულესი საპასუხო მატჩი ელის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში, ოთხშაბათს, “კამპ ნოუზე” შედგება. პირველ მატჩში, ტურინში კატალონიელები 0:3 დამარცხდნენ და ახლა, საკუთარ მოედანზე დეფიციტის აღმოფხვრას შეეცდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward