workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლორენტე: ”უყურო ”ბარსას” წამებას დიდი სიამოვნებაა”

ლორენტე: ”უყურო ”ბარსას” წამებას დიდი სიამოვნებაა”

ბილბაოს ”ატლეტიკისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ ”ბარსელონასთან” 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მას ორგვარი შეგრძნება დარჩა, გვამცნობს marca.

კატალონიელები ერთი ბურთის სხვაობით იგებდნენ, როდესაც ლორენტემ შეძლო და გაიტანა გოლი, რამაც მატჩის დაძაბული დასასრული გამოიწვია.

”თამაშიდან ორგვარი შეგრძნება დამრჩა. ერთის მხრივ ჩვენ გაბრაზებულები ვართ, რომ სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ გუნდმა მოედანზე დიდი სამუშაო გასწია. ჩვენ იღბალი არ გვქონდა. იმისათვის, რომ ”ბარსელონა” დაამარცხო ძალიან, ძალიან კარგად უნდა ითამაშო, ხოლო მოწინააღმდეგემ ძალიან ცუდად. აი იმის ყურება, თუ როგორ ელოდნენ კატალონიელი ფეხბურთელები მატჩის დასასრულს ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო” – განაცხადა ლორენტემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში